ვაკის რაიონში გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად, ქანობიანი სახურავის განახლება წყნეთში, აფხაზეთის N22-ში ხორციელდება.
გადახურვის რეაბილიტაციისას ასევე, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდება. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი შეხვდა. სხვადასხვა სამუშაოს განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% - 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.