თიბისის მხარდაჭერით და „ჯუნიორ ეჩივმენტსაქართველოს“ ორგანიზებით გურჯაანისტექნოპარკმა, მდგრადი განვითარების თემაზე ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18-წლამდე ახალგაზრდები მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. მოცემული, შეზღუდული, დროის პერიოდში ახალგაზრდები იდეების განვითარებასა და ჩამოყალიბებას სწავლობენ.

ინოვაციების ბანაკის მონაწილეები არ იცნობდნენერთმანეთს, თუმცა მათ მალევე მოახერხეს ჯგუფშიადაპტირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს წვდომა ქონდათ საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. გუნდების ფორმირების დასრულებისშემდეგ, ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას,რომლის გადაჭრის გზებზეც 12 საათის განმავლობაშიიმუშავეს. მონაწილე გუნდებს დავალათ ინოვაციური პროექტის მომზადება, რომელის გრძელვადიანი მიზანი მსოფლიოს შეცვლა ან/და არსებული პრობლემის გადაჭრა იყო.

ღონისძიების ბოლოს, თითოეულმა გუნდმაწარადგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია,რომლის მიხედვითაც, ჟიურის წევრებმაგამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.

გამარჯვებული გუნდის წევრებ თიბისისგან საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკი“-ში მონაწილეობისათვის.

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობასსაქართველოში. იგი არის JA მსოფლიოსწარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ისმოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამებიაღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის,ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.

JA მსოფლიო დაფუძნდა 1919 წელს და 2023 წლის,ზედიზედ მეორედ, არის ნომინირებული ნობელისპრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-6 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნებაახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის,ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

ინოვაციების ბანაკი განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)პროექტის, სამეწარმეო განათლების მხარდაჭერაევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, ჯუნიორეჩივმენტ ალუმნთან, გურჯაანის ტექნოპარკთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროსთან თანამშრომლობით.