CyberSource არის ბაზარზე წამყვანი საგადახდო საპროცესინგო კომპანია, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მარტივი ინტეგრაციის საშუალებით მიიღოს და დაამუშავოს გადახდები მსოფლიოს მასშტაბით.
CyberSource-ით სარგებლობა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია, დაწყებული სტარტაპებიდან დასრულებული დიდი კორპორაციებით.
თიბისის მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ზომი ბიზნესებს შეუძლიათ გადახდები მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლათფორმაზე Shopify. საგადახდო პლატფორმას მსოფლიოში 450000 ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. საქართველოში კი თიბისი პირველი ბანკია, რომელიც CyberSource-ის პარტნიორი გახდა.
CyberSource-ის საშუალებით შესაძლებელია ბიზნესებმა შეასრულონ გადახდები მსოფლიოსმასშტაბით და ისარგებლონ მზა ელ-კომერციისსხვადასხვა ვებ-გვერდებით.
ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ ონლაინ გადახდებიVisa-ს გადახდების საპროცესინგო კომპანიისგან, პირდაპირი ინტეგრაციით და ასევე, ისარგებლონსხვადასხვა მზა კომერციული პლატფორმებისგამოყენებით.
CyberSource-ის უპირატესობებია:
• ეხმარება ბიზნესებს გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავებაში;• ოპერირებს 160 ქვეყანაში, მოიცავს ქვეყნების 97%;• მზა ელ-კომერციის პლატფორმებით სარგებლობა;
გარდა ამისა, CyberSourc-ის გამოირჩევა გადახდებისმარტივი ინტეგრაციის უზრუნველყოფით და განსაკუთრებული დაცვით თაღლითობისა დაფროდების მიმართ. CyberSourc-ის გამოყენებით ბიზნესებმა შეძლეს 20%-ით შეემცირებინათ თაღლითობის რისკები და 15%-ით გაეზარდათ გაყიდვები.
თიბისი CyberSource-ით გადახდა შესაძლებელია როგორც ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათით, ისე ციფრული საფულით Apple Pay ან Google Pay.