ლინქდინით გახდა ცნობილი, რომ მოწინავე ქართველი მარკეტინგის ექსპერტი ვლადიმერ ბოცვაძე Thinkers360-მა დაასახელა როგორც მსოფლიოს #4 ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერი 2025 წელს. ის ჯილდოს იზიარებს ისეთ ცნობილ ექსპერტებთან როგორიცაა ბრაიან სოლისი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ Kruger Cowne-მა ის დაასახელა ტოპ 15 ხელოვნური ინტელექტის სპიკერებს შორის 2025 წელს სადაც ნახსენებია Apple-ის თანადამფუძნებელ სტივ ვოზნიაკთან ერთად.
ვლადიმერ ბოცვაძე საკმაოდ ცნობილი ადამიანია ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიაში. ის არის მრჩეველთა საბჭოს წევრი აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტში, რომლის ოფისი მდებარეობს სტემფორდში, კონექტიკუტის შტატში. მენტორობს სტარტაპებს ტექსტარში და არის ჟიურის წევრი ვების დაჯილდოებაზე.
Thinkers360-მა ის აღიარა როგორც მსოფლიოს #1 მარკეტინგის ლიდერი 2020 წელს. ის არის დაბეჭდილი Forbes Georgia-ში.
ის ცნობილი სპიკერი, პოდკასტების სტუმარი და მიწვეული ლექტორია მსოფლიოს წამყვან ბიზნეს სკოლებში. ის ატარებს მასტერკლასებს მრავალ ქვეყანაში, ძირითადად ციფრული მარკეტინგისა და კომუნიკაციების შესახებ.
ყველაფერი 2006 წელს დაიწყო, როდესაც შტატებში წავიდა სამუშაოდ და პერსონალური ბრენდის განვითარებისთვის ტვიტერი და პერსონალური საიტი გამოიყენა. მან მოახერხა არა მხოლოდ საკუთარი თავის პოვნა არამედ გახდა მეგა-პოპულარული. სოციალური მედიის ინფლუენსერი და ინტერნეტ პერსონა, მისი საქმიანობისთვის გამოიყენება. ბოცვაძე მართლაც არის ის ადამიანი, რომელიც პერსონალურ ბრენდს უყრის საფუძველს და მცირე დროში მაღალშემოსავლიან ბიზნესად გარდაქმნის. მისი წარმატება საქმის სიყვარულმა და თავდაუზოგავმა შრომამ გახადა შესაძლებელი.
2020 წელს, იუთუბის ვიდეოების სერია წამოიწყო სადაც აუდიტორიას გამოცდილებას უზიარებდა ინფლუენსერის პოზიციიდან. ციფრულ რევოლუციას სხვებზე უკეთ აუწყო ფეხი და 2021 წელს მარკეტინგული მომსახურების გაწევა დაიწყო, რომელიც დღევანდელი დღის მოთხოვნებს პასუხობს. ის იყო მიწვეული როგორც ჟიურის წევრი Gartner Marketing and Communications Awards-ზე 2023 წელს.
პროფესიონალი, რომელმაც საკუთარი თავისგან ბრენდი შექმნა. ყოველთვის ცდილობს, საკუთარი მისწრაფებებს ბიზნეს იდეებად გარდაქმნას. საჯარო გამოსვლისას 3 საკვანძო სიტყვას გამოყოფს გრძელვადიანი აზროვნება და დისციპლინა, რომელიც დიდი წარმატების საძირკველი ხდება და ყველაზე მთავარი რჩევა რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებთ ''დაიწყეთ იმის კეთება, რაც გიყვართ.''
ის სამუშაო დროის 35%-ს მოგზაურობს. ის საუბრობს კონფერენციებზე მთელ მსოფლიოში. ვლადიმერმა მისი გამოსვლებით წამოიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა, დახმარებოდა ადამიანებს ყოფილიყვნენ შთაგონებული სოციალური მედიით, რომ კავშირი დაემყარებინათ მომხმარებლებთან.
ინტერნეტში ვიდეოებს თუ გადაავლებთ თვალს აღმოაჩენთ, რომ მას დადებითი რევიუების მთელი კოლექცია აქვს დაგროვებული. ადამიანები აღნიშნავენ, რომ მისი დახმარებით სწორი მარკეტინგი და ბრენდინგი გაუადვილდათ.
ინფორმაციას თბილისის სტარტაპების ჰაბი ავრცელებს.