პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატზე კაცთა 73 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა პირველი შეხვედრა ჩეხ ჩუსნიდინ კარიმოვს მოუგო შიდოებით, მეორეში კი ასევე შიდოებით თურქ ბილალ ჩილოღლუს სძლია.
პულის ნახევარფინაში ლაშა შავდათუაშვილი ძველ მეტოქეს, კოსოვოელ აკილ გიაკოვას შეხვდა. უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში, ოქროს დროის მეცამეტე წუთზე, ლაშა შავდათუაშვილმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, შეძლო მსაჯების მიერ იუკოთი შეფასებული ილეთის შესრულება და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იტალიელი მანუელ ლომბარდო იქნება