თბილისში ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიის, „ფორდის“ განახლებული ცენტრი გაიხსნა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ქალაქისა და ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის მხრიდან განხორციელებული საკმაოდ სოლიდური ოდენობის ინვესტიცია.
„გარდა ამისა, დამატებით შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამასთან, მომხმარებლები მიიღებენ იმ მომსახურებას, რომელზეც მოთხოვნა იყო. დედაქალაქში კიდევ უფრო ვითარდება სხვადასხვა სერვისის მიწოდება, ბიზნესი, ინდუსტრია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცენტრი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, „ფორდ ევროპის“ რეგიონალურ დირექტორ ფაბრიციო ფალტონისთან და თბილისში ცენტრის დირექტორ თემურ უსტიაშვილთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას ადგილობრივი მეწარმეები და „ფორდის“ ევროპის 30 ქვეყნიდან ”ფორდის” წარმომადგენლობებიც ესწრებოდნენ.




