ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Somon Air - მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარულ რეისი შეასრულა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე - თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს.
Somon Air- ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.