სტამბოლის აეროპორტმა დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრებისთვის სტრესისა და შფოთვის მოხსნას ძაღლების დახმარებით. წერს AP.

პროგრამის ყველა ოთხფეხა მონაწილე არის პროფესიონალურად გაწვრთნილი ადამიანების დასამშვიდებლად. 

"თერაპევტ–ძაღლების გუნდი" მორიგეობს თებერვლის ბოლოდან, თვეობით მომზადებისა და ინტენსიური წვრთნების შემდეგ.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება და 100%-ით ადაპტირება ნებისმიერ გარემოზე“, - თქვა სტამბოლის აეროპორტის მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერმა კადირ დემირთაშმა.

გუნდის ვეტერინარის თქმით, თითოეული ძაღლის ტემპერამენტი უკარნახებს მათ ყოველდღიურ სამუშაო საათებს. ცხოველებს, რომლებიც აეროპორტის თანამშრომლები არიან ოფიციალური სამკერდე ნიშნებით და ფორმებით, მკაცრი განრიგი აქვთ და მუშაობენ მგზავრთნაკადის პიკურ პერიოდში , 10:00-დან 16:00 საათამდე.

აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე გეგმავენ საპილოტე პროექტის გაფართოებას მგზავრთა საწყისი დადებითი გამოხმაურების შემდეგ.