სილქნეტი ახალ სერვისს, Silk Home-ს სთავაზობს ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს. დღეიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, მსურველს შეუძლია ისარგებლოს მიმდინარე აქციით და სრულიად უფასოდ დაამონტაჟოს სახლში ჭკვიანი კამერები, ხოლო აპლიკაციის მეშვეობით რეალურ დროში გააკონტროლოს შიდა გარემო სმარტფონიდან ან პლანშეტიდან.

Silk Home აპლიკაციით შესაძლებელია კამერების მართვა, შეტყობინებების მიღება, ჩანაწერების შექმნა და მონიტორინგის გაზიარება ოჯახის წევრებისთვის. ჭკვიანი კამერა, რომელიც დაკავშირებულია 2,4 GHz მხარდაჭერის WiFi-მოდემს, უზრუნველყოფს:  აუდიო-ვიდეო კომუნიკაციას, ობიექტის “თრექინგს”, ხმოვანი სიგნალის, მოძრაობის სენსორის და ღამის ხედვის გააქტიურებას. მომხმარებელს დროებით სარგებლობაში გადაეცემა ყველა საჭირო მოწყობილობა. 

სმარტფონსა თუ პლანშეტზე Silk Home აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა. 

Silk Home ყოველთვიური მომსახურების საფასური – 10ლარია, რომელიც მომხმარებელს დაერიცხება ინტერნეტის სააბონენტოსთან ერთად.

მომსახურების ჩასართავად ეწვიეთ სილქნეტის სერვის ცენტრებს თბილისში ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს  032 2 100 100.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცანი ლინკს:
https://silknet.com/smart-home