„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის ივნისში საქართველოში წარმოებული იყო 1, 342523 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 11,2%-ით ნაკლებია წინა წლის ივნისში წარმოებულთან (1, 511288 მლრდ კვტსთ) შედარებით.
 
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 6,626075 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული, რაც 2024 წლის იანვარ-ივნისში გამომუშავებულ მოცულობაზე (7,334521 მლრდ კვტსთ) 9,7%-ით ნაკლებია.

საქართველომ 2025 წლის იანვარ-ივნისში 7,172277 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2024 წლის იანვარ-ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (7,034501 მლრდ კვტსთ) 2,0%-ით აღემატება.