საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქონლით საგარეო ვაჭრობის 2023 წლის იანვარ-ივლისის შედეგები გამოაქვეყნა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს ექსპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში წლის განმავლობაში პირველად დაიმკვიდრა ადგილი ელექტროენერგიამ.



აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგია პირველ ადგილზეა უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში.



სულ, თურქეთში იანვარ-ივლისში 975 მილიონ 912 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა ექსპორტირებული. 

თურქეთში წლის განმავლობაში ექსპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი  შეადგენს 7,26 ცენტს.

ივლისში საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გასული 370 მილიონ 150 ათასი კვტსთ ელექტროენერგიის ფასმა სულ 25 მილიონ 393 ათას 900 დოლარი შეადგინა, რაც 1 კვტსთ-ზე 6,86 ცენტს შეესაბამება.