„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ოქტომბრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის ნოემბერში საქართველოში წარმოებული იყო 1,129195 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 20,7%-ით მეტია წინა წლის ნოემბერში წარმოებულთან (0,935592 მლრდ კვტსთ) შედარებით.
სულ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აწარმოვა 12,666792 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2024 წლის იანვარ-ნოემბერში გამომუშავებულზე (13,250623 მლრდ კვტსთ ) 4,4%-ით ნაკლებია.
2025 წლის ნოემბერში საქართველოში იმპორტირებული იქნა 111,248 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 57,5%-ით ნაკლებია წინა წლის ნოემბერში იმპორტირებულთან 261.685 მლნ კვტსთ) შედარებით.
სულ, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 1,260424 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2024 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებულზე (0,934788 მლრდ კვტსთ ) 34,8%-ით მეტია.
შარშან, დეკემბერში, საქართველოში იმპორტირებული იყო 292,735 მილიონი ელექტროენერგია. შარშანდელი მაჩვენებლის გამეორების შემთხვევაში საქართველო იმპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობით გამორჩეული 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს (1,5332 მლრდ კვტსთ) 20 მლნ კვტსთ-ით ანუ 1,3%-ით გადააჭარბებს.
საქართველოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილია 130,551 მლნ კვტსთ-ით (525,152 მლნ კვტსთ-დან 655,703 მლნ კვტსთ-მდე) ანუ 24,9%-ით, ოკუპირებული აფხაზეთის გარეშე საქართველოში (ცხინვალის რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და მისი ოდენობა საქართველოს ხელისუფლებას ქვემდებარე სტრუქტურებიდან ვერ კონტროლდება) კი 215,085 მლნ კვტსთ-ით (409,636 მლნ კვტსთ-დან 624,721 მლნ კვტსთ-მდე) ანუ 52,5%-ით.




