რუსეთში მცხოვრებ 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს 1 წელში ქონება 481 მილიარდი დოლარიდან 408 მილიარდამდე შეუმცირდა. ჟურნალ ფორბსის მიხედვით რუსეთში მილიარდელების რაოდენობამაც იკლო და წინა წლის 111-ის ნაცვლად, მათი რაოდენობა 88 გახდა.

ეკონომიკური კრიზის მიუხედავად 19-მა რუსმა მილიარდელმა საკუთარი ქონების გაზრდა მაინც მოახერხა.

საერთო ჯამში რუსი მილიარდელების ქონება ერთ წელში 73 მილიარდი ლოდარით შემცირდა.

რუსული ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოსახვედრად მინიმუმ 400 მილიონი დოლარის ქონაა საჭირო.

ყველაზე დიდი ფინანსური ზიანი  AFK Sistem-ის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ევტუშენკომ მიიღო – ევტუშენკოს ქონება 6,2 მილიარდი დოლარიდან 2,8 მილიარდამდე შემცირდა. მან ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 35-ე ადგილი დაიკავა.

წლის ყველაზე მდიდარ ადამიანად რუსეთში, ვლადიმერ პოტანინი დასახელდა, მისი ქონება რუსულმა ფორბსმა 15,4 მილიარდ დოლარად შეაფასა. ინტერროსის ხელმძღვანელის ქონება 1 წელში 2,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

მეორე ადგილი რეიტინგში, ალფა-ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხაილ ფრიდმანმა დაიკავა, მისი ქონება 14,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.