საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენელობის ხელმძღვანელ სტელა რენიტასთან საქართველოში EIB-ის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებს, დაგეგმილ ცვლილებებს და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს.

შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, მისი მოადგილე სალომე წურწუმია და ევროპის საინვესტიციო ბანკის კონსულტანტი საჯარო სექტორის მიმართულებით ნატა პეიტრიშვილი დაესწრნენ.