National Geographic-ის ქართული გამოცემა, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, უკვე 13 წელია ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებას, ზრდის სამეცნიერო პუბლიკაციებზე და უახლეს კვლევებზე ხელმისაწვდომობას. მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფები ამ ჟურნალით გვიზიარებენ უნიკალურ კადრებს ჩვენი პლანეტის მრავალფეროვნებაზე. აღსანიშნია, რომ National Geographic-ის ქართული რედაქცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი მასალების შექმნას და ცდილობს სამეცნიერო თემატიკა მკითხველისთვის უფრო პოპულარული გახადოს.
ჟურნალის ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ ვრცელ სტატიას ქობულეთის ნამდვილ საგანძურზე და მის ჭარბტენიან ეკოსისტემაზე, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაშია შესული. მოკლე სტატიები ისეთი ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მხოლოდ საქართველოშია: როგორ აღნიშნავენ სვანეთის ერთ თემში ნანატრი ვაჟის დაბადებას; როგორ ნადირობენ მეცნიერები შავი ზღვის „ურჩხულებზე“. დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის კოლხეთის და იბერიის შესახებ უძველესი ინგლისური რუკა.
National Geographic საქართველოს ახალი ნომრის გამოსვლამდე, რედაქციამ სილქნეტთან ერთად, საინტერესო შეხვედრა გამართა ლონდონის სამეფო კოლეჯის ქართველ პროფესორთან, ქეთევან ჭანტურიასთან, რომელმაც კვებითი აშლილობების შესახებ კვლევები და ქინგს კოლეჯში განხორციელებული უახლესი ინოვაციები გააცნო ფართო საზოგადოებას. ნოემბრის ნომერში კი ჟურნალმა მეცნიერის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
გამოზამთრება ამ სეზონისთვის აქტუალური თემაა. როგორ გადააქვს სეზონური ჰიბერნაცია ადამიანს? სოციალურ ქსელებში ხშირად განიხილავენ ADHD, რომელიც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის ინგლისური აბრევიატურაა. ამ თემებს აკადემიურ ცოდნაზე დაყრდნობით გვიხსნიან ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები.
ექსკლუზიურ ფასად ჟურნალ National Geographic საქართველოს შეძენა შესაძლებელია თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.




