კრიპტოვალუტა მიზანმიმართულად იძენს პოპულარობას. უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს შეიტყოს ციფრული ფულის შესახებ ინვესტირებისა და მოგების მისაღებად. თუმცა, ინვესტირება მოითხოვს კვლევას და ანალიზს. ეს სტატია ორi ძირითადi ანალიზის მეთოდზე ახდენს ფოკუისრებას: ფუნდამენტურ და ტექნიკურ ანალიზებზე. სანამ შეიტყობT როგორ დააკონვერტიროთ კრიპტო ნაღდ ფულად ან პირიქით, ნახეT ეს სტატია წარმატებული .
ფუნდამენტური ანალიზი
ფუნდამენტური ანალიზი აფასებს კრიპტო აქტივის ფუნდამენტურ ღირებულებასა და პოტენციალს რამდენიმე საბაზრო ასპექტის გათვალისწინებით. მისი მიზანია კრიპტოვალუტის საფუძვლების მეტად შესწავლა ძლიერი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
კრიპტო ვალუტები რომ შეფასდეს, , ფუნდამენტური ანალიზები რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორს იღებენ მხედველობაში. აღნიშნული მოიცავს ადოპტაციის ტემპს, გუნდს, ტექნოლოგიას, საბაზრო კონკურენციასა და სენტიმენტს, მარეგულირებელ გარემოს, კოლაბორაციას და საერთო საბაზრო ტრენდებს.
კრიპტოვალუტის ტექნოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, მასშტაბურობის, უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების ანალიზი ხელს უწყობს მისი გამოყენებისა და პოტენციალის განსაზღვრას რეალური სამყაროს პრობლემების გადასაჭრელად. ასევე, დეველოპერი გუნდის უნარების, ჩანაწერების თვალყურის დევნებამ და გამჭვირვალობის შეფასებამ შესაძლოა წარმოადგინოს რწმუნება პროექტის შესრულებადობაზე.
ფუნდამენტურ ანალიზზე გავლენას ახდენს ბაზრის კონკურენტუნარიანობა. იმის გაგება, თუ რით განსხვავდება კრიპტო ვალუტა კონკურენტებისგან და რა არის მისი უნიკალური ღირებულება შესაძლოა წარმოადგენდეს მისი ბაზარზე დომინირების ან ადოპტაციის პოტენციალის მანიშნებელს.
მეტიც, კრიპტოვალუტის ადოპტაციის ტემპის შესწავლა და საზოგადოების მხარდაჭერა იძლევა ინფორმაციას მისი მოთხოვნისა და პოტენციური გავრცელების შესახებ. ფესვგადგმულ ორგანიზაციებთან ან ინდუსტრიის ლიდერებთან პარტნიორობა, ასევე მარეგულირებელი ფაქტორები, შესაძლოა გავლენას ახდენდეს კრიპტოვალუტის სამომავლო პერსპექტივაზე.
ტექნიკური ანალიზი
ტექნიკური ანალიზი მოითხოვს წინა ფასისა და მოცულობითი მონაცემების, საბაზრო ტრენდების, პატერნების შესწავლას სამომავლო ფასის მოძრაობასთან დაკავშირებით. თუ გსურთ კრიპტოვალუტის ყიდვა და ზოგადად კრიპტო ტრეიდინგი, იგი სასარგებლო ხელსაწყოა, რამდენადაც აჩვენებს პოტენციურ ტრენდებს, შესვლისა და გასვლის ნიშნულებს. ტექნიკური ანალიზი ფოკუსს ახდენს დიაგრამების, ინდიკატორებისა და სტატისტიკური ხელსაწყოების შეფასების საფუძველზე ტრეიდინგ გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის.
ტექნიკური ანალიზის მიღმა დგას იდეა, რომ ისტორიული ფასი და მოცულობის მონაცემები შესაძლოა იძლეოდეს ინფორმაციას მომავალ ფასის ცვლილებებზე. იგი ეფუძნება დაშვებას, რომ საბაზრო ტრენდები და პატერნები მეორდება დროთა განმავლობაში, რაც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ შესაფერისი შესვლისა და გასვლის ნიშნულები.
ტექნიკური ანალიზი გულისხმობს ფასის დიაგრამების შეფასებას ხელსაწყოებითა და ინდიკატორებით. აღნიშნული მოიცავს ოსცილატორებს, მცოცავ საშუალოებს, ტრენდულ ხაზებს, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებსა და გრაფიკულ მოდელებს. ეს ხელსაწყოები ეხმარება ტრეიდერებს ტრენდების, კრიტიკული ფასის დონეებისა და შესაძლო უკუქცევების იდენტიფიცირებაში.
ტექნიკური ანალიზისას გამოყენებული ინდიკატორები გამოიყენება საბაზრო პირობების უკეთ აღსაქმელად. აღნიშნული მოიცავს ფარდობით სიძლიერის ინდექსს (RSI), მცოცავი საშუალოების კონვერგენცია დივერგენციას (MACD), ბოლინგერის ბენდებს და სხვა. ასეთი ინდიკატორები და ოსცილატორები ხელს უწყობს ფასის ანალიზს და ააშკარავებს ჭარბი შესყიდვისა და გაყიდვის დონეებს, ასევე იმპულსსა და შესაძლო ტრენდის უკუქცევებს.
ტექნიკური ანალიზი აიგნორებს კრიპტოვალუტის საფუძვლებს და ფოკუსირდება ფასსა და მოცულობით მონაცემებზე. იგი მოიაზრებს, რომ ფასში მნიშვნელოვანი ინფორმაცია აისახება. ამგვარად, ფუნდამენტური ასპექტების ანალიზი დროის ფლანგვაა. მეტიც, ბევრმა ტრეიდერმა უკვე ჩაატარა აქტივის ფუნდამენტური ანალიზი და ახლა მხოლოდ ტექნიკურ ინდიკატორებზე აკეთებენ აქცენტს.
ტრეიდერები ტექნიკურ ანალიზს იყენებენ პატერნებისა და ტრენდების დასაიდენტიფიცირებლად, რომლებიც შესაძლოა სამომავლო ფასის ცვლილებებზე მეტყველებდეს. ძველი მონაცემების ალბათობების საფუძველზე, ეს ტრეიდინგ მიდგომა ეხმარება ტრეიდერებს გადაწყვეტილების მიღებაში და მისი მიზანია მოკლევადიანი ფასის ცვლილებებსა და საბაზრო არაეფექტურობების ხარჯზე კაპიტალიზება.
ორი მეთოდის შედარება
ზემოთ აღწერილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრეიდინგ სტრატეგიები განსხვავდება. თუმცა, მოდი შევადაროთ ისინი ყოვლისმომცველი და მარტივი ცხრილით:
|
ფუნდამენტური ანალიზი |
ტექნიკური ანალიზი |
|
|
გათვალისწინებული მონაცემები |
მხედველობაში იღებს პროექტის სპეციფიკაციებს (გუნდი, თეთრი წიგნი, ტექნოლოგია), საბაზრო პირობებს, ინდუსტრიის ტრენდებსა და მარეგულირებელ მოძრაობებს. |
აფასებს ისტორიულ ფასსა და მოცულობით მონაცემებს. |
|
ფოკუსი |
კრიპტოვალუტის ნამდვილი ღირებულების დასადგენად, შეისწავლის ასპექტებს, როგორიცაა ტექნოლოგია, გუნდი, ადოპტაციის ტემპი, კოლაბორაცია და საბაზრო ტრენდები. |
ისტორიული ფასისა და მოცულობითი მონაცემების, გრაფიკული მოდელებისა და ინდიკატორების/დიაგრამების/ოსცილატორების შეფასებით აიდენტიფიცირებს ტრენდებსა და პოტენციური ფასის ცვლილებებს. |
|
დროის პერიოდი |
ეხმარება ტრეიდერებს, რომლებიც ამჯობინებენ გრძელვადიან ინვესტიციებს, ამრიგად, ისინი ეძებენ პერსპექტიული მომავლისა და შანსების მქონე აქტივებს, რომელთა ღირებულებაც გაიზრდება. |
ეხმარება ტრეიდერებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მოკლე/საშუალო ვადიანი ტრეიდინგ სტრატეგიებით, რომლებიც იძლევა მოკლევადიანი საბაზრო ცვლილებებისა და მეტად რეგულარულად გამოყენებული ტრენდების საფუძველზე კაპიტალიზების საშუალებას. |
|
საბაზრო მიდგომა |
მხედველობაში იღებს გარე ფაქტორებს და საერთო საბაზრო კლიმატს, რამაც შეიძლება კოინის ღირებულებაზე გავლენა იქონიოს. |
ფოკუსში ექცევა ფასის პატერნებისა და დიაგრამებში არსებული ინდიკატორების შეფასება იმ დაშვებით, რომ წარსულის ფასის მოძრაობებმა შეიძლება განჭვრიტოს სამომავლო ტრენდები. |
|
საინფორმაციო წყაროები |
ეფუძნება კვლევებს, სიახლეებს, პროექტის თეთრ წიგნს, ცვლილებებს ეკონომიკაში, ფინანსურ ანგარიშგებებს, საბაზრო სენტიმენტებსა და ინდუსტრიის ანგარიშებს. |
ძირითადად ეფუძნება ფასის დიაგრამებს, ინდიკატორებსა და ისტორიულ მონაცემებს ტრეიდინგ პლატფორმებზე, ასევე, სხვა ღია წყაროებს. |
|
დაშვებები |
უშვებს, რომ კრიპტოვალუტის ნამდვილი ღირებულება საბოლოოდ აისახება მის ფასში, თუმცა აღიარებს, რომ ბაზრის სენტიმენტმა და სპეკულაციამ შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი გადახრები. |
უშვებს, რომ ისტორიული ფასი და მოცულობითი მონაცემები შეიცავს პატერნებს, რითაც შესაძლებელია მომავალი ფასის მოძრაობების განჭვრეტა ფუნდამენტური ფაქტორების უგულებელყოფით. |
ეს ორი სრულიად განსხვავებული მიდგომაა. თუმცა, ფუნდამენტური ანალიზის გამოენება შესაძლოა დაეხმაროს ტრეიდერებს საინვესტიციოდ აქტივების მოძიებაში, ხოლო ტექნიკური ანალიზი ეხმარებათ გაიგონ, თუ როდის მოახდინონ ინვესტირება და გაყიდონ აქტივი, რითაც ახდენენ მოგების მაქსიმიზაციას და დანაკარგების მინიმიზაციას.
რა არის კრიპტო ტრეიდინგისთვის უკეთესი?
მარტივი პასუხია, რომ ეს დამოკიდებულია კრიპტო ტრეიდინგ სტილზე, მიზნებსა და პრეფერენციებზე. მაგალითად, ფუნდამენტური ანალიზი კარგია ჰოლდინგისთვის, ტრეიდინგ სტრატეგიისთვის, რომელიც საჭიროებს პერსპექტიული აქტივის არჩევას და მის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ამრიგად, საჭიროა მოიძიოთ კარგი პროექტი ინვესტირებისთვის.
ტექნიკური ანალიზი შესანიშნავია ისეთი სტრატეგიებისთვის, როგორიცაა ტრენდ ტრეიდინგი. ის საჭიროებს კრიპტო აქტივების მოძიებას მკაფიო დადებითი ან უარყოფითი ტრენდით და პოზიციაზე შესვლას ტრენდის მისაყოლად უკუქცევის გამოჩენამდე. მაგრამ, მოდი უფრო კომპლექსური პასუხი მოვისმინოთ.
ფუნდამენტური ანალიზი უზრუნველყოფს კოინის საფუძვლად მდგომი ღირებულებისა და გრძელვადიანი პოტენციალის შესახებ სრულ აღქმას. ის ითვალისწინებს საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგია, გუნდი, კონკურენცია ბაზარზე, ადოპტაციის ტემპი და მარეგულირებელი გარემო.
ფუნდამენტური კვლევა უფრო შესაფერისია გრძელვადიანი ინვესტორებისთვის, რომლებიც შესანიშნავი ფუნდამენტის მქონე კრიპტოვალუტებს ეძებენ, რომლებიც თავიანთ საინვესტიციო მიზნებთან შესაბამისობაშია. ის შეიძლება ინვესტორებს დაეხმაროს კრიპტოვალუტის ნამდვილი ღირებულების თაობაზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ფუნდამენტური ანალიზი ნაკლებად ეფექტურია მოკლევადიანი ფასის მერყეობისა და ბაზრის დროულობის განჭვრეტის კუთხით. სწორედ აქ ბრწყინავს ტექნიკური ანალიზი!
ტექნიკური ანალიზი პოპულარულია ტრეიდერებში, რომლებსაც მოკლევადიანი საბაზრო არაეფექტურობების ხარჯზე სურთ მოგების მიღება. მან შეიძლება გამოავლინოს ტრენდები, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები და პოტენციური შესვლისა და გასვლის ნიშნულები. და მაინც, ის არ ითვალისწინებს კრიპტოვალუტის ბაზისურ პრინციპებს. გაცილებით ნაკლებ სასარგებლოა ექსტრემალური საბაზრო არასტაბილურობისას ან მოულოდნელი ფუნდამენტური მსვლელობებისას.
ზოგი ტრეიდერი ორივე მეთოდოლოგიას იყენებს, აიდენტიფიცირებენ პერსპექტიულ კრიპტოვალუტებს ფუნდამენტური ანალიზით და განსაზღვრავენ ტრეიდების დროულობას ტექნიკური ანალიზით. რომ შევაჯამოთ, გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს თქვენი სტრატეგიიდან და რისკის ტოლერანტობიდან, ჩასადები ძალისხმევიდან, ამოცანებიდან და სხვა ფაქტორებიდან.




