17 მარტიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ავიაკომპანია Wizz Air-ის საიტზე (www.wizzair.com) ავიაბილეთთან ერთად შეიძინონ აეროპორტის ტრანსფერებიც, როგორც ქუთაისის აეროპორტის, ასევე აეროპორტიდან სხვა ცენტრალური ქალაქების (ქუთაისი, თბილისი და ბათუმი) მიმართულებით.

აღნიშნულ სერვისს მგზავრებს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ოფიციალური პარტნიორი, სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus სთავაზობს.

მიკროავტობუსები და მინივენები რეისებს ფრენების დროის მიხედვით შეასრულებენ საქართველოს ცენტრალური ქალაქებიდან, კერძოდ: თბილისი: თავისუფლების მოედანი, (პუშკინის სკვერთან) ბათუმი: ნინოშვილის ქუჩა N1 (სასტუმრო "რადისონთან") ქუთაისი: ფალიაშვილის ქუჩა N1 (წითელ ხიდთან).

სურვილის შემთხვევაში, ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით გამგზავრებისას ტრანსპორტი მგზავრს მისთვის სასურველ მისამართზე მიაკითხავს, ასევე მითითებულ მისამართზე მიიყვანს ტრანსპორტი ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში მიმავალ მგზავრს.