ონლაინ სექსშოპი sexmarket.ge ქართულ ბაზარზე ორ წელზე მეტია ფუნქციონირებს. როგორც ონლაინ მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი აცხადებს, მომხმარებელთა აქტიურობა საკმაოდ მაღალია. 

მაღაზიის პროდუქციის ფასი 15 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის. Sexmarket.ge პროდუქციის იმპორტს უმეტესად ჩინეთიდან ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულმა ბიზნესმა ქართულ ბაზარზე გაამართლა და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დიდ აქტიურობას ელოდებიან.

"ინტერნეტ გაყიდვების ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ ანონიმურობა არის დაცული. ინტერნეტით შეკვეთის შემდეგ პროდუქციას DHL-ის ფოსტის საშუალებით ვაგზავნით. ამანათი თბილისის შემთხვევაში 1-3 სამუშაო დღეში მიდის კლიენტამდე, რეგიონებში კი 2-4 სამუშაო დღეში. მოსახლეობის მხრიდან აქტივობა საკმაოდ დიდია. მყიდველების უმეტესობა მამაკაცები არიან", - Sexmarket.ge-ს გაყიდვების მენეჯერი.

კომპანიის გეგმებში სექსშოპის გახსნა არ შედის, რადგან მათი თქმით აღნიშნულ იდეაში მოგებას ვერ ხედავენ.

"ვიმედოვნებთ რომ გავფართოვდებით, ჩვეულებრივი სექსშოპი წარმოუდგენიათ ადგილად, სადაც მხოლოდ ვიბრატორი იყიდება. ეს ესე არ არის, გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც სექსუალური ჯანმრთელობისთვის და პროფილაქტიკური საშუალებებიარის არის საჭირო".