ქართულ ბაზარზე Philip Morris-ის ცნობილი ბრენდები Marlboro და Parliament დაბრუნდა, საცალო ქსელში მათი ყიდვა უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.
გამყიდველები აცხადებენ, Philip Morris-ის ბრენდის სიგარეტების ახალი პარტია ქსელში არა "ომეგა ჯგუფმა" არამედ GD ჯგუფმა შეიტანა, რომელიც ამიერიდან Philip Morris-ის პროდუქციის დისტრიბუციას განახორციელებს. როგორც საცალო ქსელში აცხადებენ, სიგარეტის ფასები უცვლელია და თითქმის არ გაძვირებულა.
რაც შეეხება თავად Philip Morris-ის საქართველოს წარმომადგენლობას, ამ დროისთვის კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გვპირდებიან, რომ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ Philip Morris-სა და დისტრიბუტორ კომპანია "ომეგა ჯგუფს" შორის არსებული სასამართლო დავის გამო, საქართველოს ბაზარზე უკვე თითქმის 4 თვეა ამ ბრენდის სიგარეტები აღარ იყიდებოდა.