სიღარიბის შემცირების მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები.
„ამხელა მაჩვენებელი, საშუალოდ, 9.3 % ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის მაღალ ტემპს. ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი. ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, განაპირობებს სიღარიბის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირებას,“- აღნიშნა პრემიერმა.




