კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის N47-N63-ის მიმდებარედ არსებული დასასვენებელი სივრცის განახლების სამუშაოები ხორციელდება.

სკვერში ეწყობა ბილიკები, რომელიც ფილებით მოპირკეთდება, განახლდება სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე უკვე შეკეთდა ორი სპორტული მოედანი.

პროცესს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი გაეცნო.

სკვერები განახლდა ასევე ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N1-ის მიმდებარედ, თავხელიძის N1-ში, ქუთათელაძის N17-ში, თამარაშვილის N10ა-ში, ბაგებში, ზურაბ საკანდელიძის N8-სა და სხვა მისამართებზე. მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 10-მდე სივრცის განახლება იგეგმება.