მათი მთავარი სამუშაო იარაღი ფოტოკამერაა.  კადრების აღბეჭდვის გარდა, ისინი მკვლევრებად გვევლინებიან.  სტამბოლში მცხოვრებმა რენა ეფენდიმ  სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში სამი წელი დაჰყო, რომ უიშვიათესი პეპლების  ემოციური ამბავი გადმოეცა. 

ბოლო წლების სამეცნიერო აღმოჩენები ახლებურად წარმოაჩენს ძლიერი ვიკინგი ქალების როლს  ჩრდილოელი ხალხის საზოგადოებაში. ისინი არაფრით ჩამოუვარდებოდნენ საარაკო ვიკინგ კაცებს. რა ვიცით  სკანდინავიელ ქალებზე? -  ფოტოგრაფმა ნორა ლორეკიმ ვიკინგი ქალის კოსტიუმი მოირგო, ისწავლა მშვილდოსნობა და მწერალ ჰეზერ კრინგლისთან ერთად სკანდინავიურ არქივებში გაბნეული ამბები გაგვიზიარა. 

ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი ქეითი ორლინსკი ჩრდილოეთის ირმების მწყემსებს დაემგზავრა არქტიკულ კანადაში და გამოწვევის წინაშე მყოფი ბრაზილიის ტროპიკული სავანაც შემოიარა. მის მიერ აღბეჭდილ მრავალფეროვან ფოტო მასალას თან ახლავს National Geographic-ის ტექსტის ავტორთა საინტერესოდ გადმოცემული სტატიები.

ტრადიციულ რუბრიკაში „საქართველოს ევროპული ისტორია“ XVIII საუკუნის თბილისს და იქ მცხოვრებ  ქალებს ეძღვნება, რომელიც ფრანგმა ბოტანიკოსმა ტურნეფორემ მოგზაურობის ჩანაწერებსა და გრავიურებში შემოგვინახა.

National Geographic ქართულ ენაზე კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წლიდან გამოიცემა.  შემეცნებით ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის: საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები,  მრავალფეროვანი თემები,  ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები. 

ექსკლუზიურ ფასად ჟურნალის შეძენა შესაძლებელია თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.