National Geographic - საქართველოს სპეციალური გამოცემა ეძღვნება იმ მკვიდრ ხალხებს, რომლებიც ინარჩუნებენ მშობლიურ გარემოს, ტრადიციებს, ენას, კულტურას და წინაპართა ცოდნის გამოყენებით პლანეტის მომავალს განჭვრეტავენ. მათი შემოქმედებითი აზროვნება ვლინდება ენაში, კინემატოგრაფიაში, მოდასა და ხელოვნებაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის აბორიგენული მოსახლეობის წარმომადგენლები თავად მოგვითხრობენ საინტერესო ამბებს. მასალას თან ერთვის უნიკალური ფოტოები. ივლისის ნომერში ასევე გაეცნობით პალაუს რიფის გუშაგებს, კეჩუას ენაზე შესრულებულ ჰიპ-ჰოპის სპეციფიკას, ავსტრალიელი აბორიგენების „კულტურული ხანძრებს“ და კიდევ სხვა შთამბეჭდავ ამბებს.
სამეცნიერო ჟურნალი National geographic -ი, მრავალწლიანი ისტორიის გამოცემაა. სტატიების ავტორები ცნობილი მკვლევრები, სხვადასხვა სფეროში სამეცნიერო ნაშრომების ავტორები, პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან.
ქართულ ენაზე ჟურნალი 2012 წლიდან გამოიცემა კომპანია სილქნეტის ხელშეწყობით, რაც National Geographic -ის ქართულ რედაქციას შესაძლებლობას აძლევს შემოიკრიბოს საინტერესო ავტორები - საინტერესო პროექტებით, იმუშაონ აქტუალურ თემებზე, ფოტოგრაფებისთვის მოაწყონ თემატური კონკურსები, დაინტერესებული მკითხველები მიიწვიონ პროექტების ავტორთა ლექციებზე. კომპანიის ხელშეწყობით, სილქნეტის პლატფორმებზე SilkTV, SilkGo განთავსებულია ამ ლექციათა ციკლის, ასევე ჟურნალში გამოქვეყნებულ ქართულ მასალებზე შექმნილი პოდკასტების ჩანაწერები. მალე პოდკასტების მდიდარი არქივი სილქნეტის youtube-არხზეც იქნება ხელმისაწვდომი.
შემეცნებაზე, განათლებაზე წვდომის გასაზრდელად, კომპანია თავის აბონენტებს სპეციალურ ფასად, 8₾ (10₾ ნაცვლად) სთავაზობს ჟურნალის გამოწერას SilkTV-ის პლატფორმიდან. მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება.
ასევე, თბილისში, სილქნეტის მომსახურების ოფისებში, ნებისმიერი მსურველი ჟურნალის ახალ ნომრებს შეიძენს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. ქართული National Geographic-ი სპეციალურ ფასად - 7₾, გაიყიდება შემდეგ მისამართებზე: პირველი რესპუბლიკის მოედანი#1; ცინცაძის#2; ყაზბეგის#14.