- ფეხბურთი - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ს ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი; სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები.
- კალათბურთი - NBA, ევროლიგა, ევროთასი და ესპანეთის ჩემპიონატი.
- ჩოგბურთი - ATP, WTA ტურნირები; ლეივერის თასი, საფრანგეთის ღია პირველობა.
- რაგბი - მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ტესტმატჩები.
- ხელბურთი - მსოფლიოსა და ევროპის სანაკრებო ჩემპიონატები (მამაკაცები, ქალები) და ჩემპიონთა ლიგა (მამაკაცები, ქალები).
- ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი
- თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები;
- ძალოსნობა - მსოფლიოს ჩემპიონატი.
- მძლეოსნობა - ბრილიანტის ლიგა
- დოღი - ბრიტანული და ფრანგული დოღების სეზონი
- მოტო სპორტი - მსოფლიო ჩემპიონატი.
მსოფლიოს წამყვანი სპორტული მოვლენები "სილქუნივერსალზე" და Silk Sport არხებზე - სილქნეტი სპორტის მოყვარულებს სიახლეებს სთავაზობს

1569938726
სპორტულ სატელევიზიო არხებზე ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები მიმდინარეობს, ასევე NBA წინასასეზონო მატჩების თვალის მიდევნებაა შესაძლებელი. ახალ სატელევიზიო სეზონზე "სილქუნივერსალი" განსაკუთრებით დატვირთული საეთერო პროგრამით მაუწყებლობს. არხზე ჩემპიონთა, ევროპის და ლა ლიგას ყველა ძირითადი მატჩის ტრანსლირება ექსკლუზიურად მიმდინარეობს. ასევე, დღის მანძილზე სპორტის სხვა სახეობის შეხვედრების თვალის მიდევნებაა შესაძლებელი. ეს არხი SilkTV-ის გარდა, ციფრულ მაუწყებელში უფასოდ ვრცელდება და სხვა საკაბელო ოპერატორების ქსელშიც მაუწყებლობს.
სილქნეტი, რამდენიმე წელია ექსკლუზიურად, HD ხარისხით, ქართულ ენაზე აშუქებს წამყვან სპორტულ ღონისძიებებს: