საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული მსხვილი ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ზე მეტით არის შემცირებული. 

2022 წლის იანვარ-თებერვალში  პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულმა ოთხმა მსხვილმა ბიტკოინმომპოვებელმა კომპანიამ 99 მილიონ 110 ათასი კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა

„ბი ეფ დი სი" - 62 616 000 კვტსთ
„აითილები" - 22 691 000 კვტსთ
„დატა ჰაბი" - 11 245 000 კვტსთ
„ჯეომეინთენანსი" - 3 358 000 კვტსთ

ესკოს მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში „დატა ჰაბმა" მოიხმარა 6 810 000 კვტსთ ელექტროენერგია, ხოლო „ბი ეფ დი სი"-მ 204 000 კვტსთ.

პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული მსხვილი ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების მიერ 2023 წლის იანვარ-თებერვალში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93%-ით არის შემცირებული.