დაგეგმილი ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა, - აცხადებსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი  მალხაზ გაბუნია. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგებაში შეწყვეტის რისკები შემცირდება მინიმუმამდე.

„წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა და დასავლეთ საქართველოს გაზით მომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები შემცირდება მინიმუმამდე. ჩატარებული სამუშაოები იძლევა გარანტიას საიმედო და სტაბილური მომარაგებისთვის“, - აცხადებს მალხაზ გაბუნია.