21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7068 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.68 თეთრით გაუფასურდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.82 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1532 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.39 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6486 ლარი გახდა.