გასულ წელს, ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia ოქროს და ვერცხლის მედლების ერთ-ერთი მფლობელი გახდა მეღვინეობა „შატო ქეთევანის“ წარმოებული ღვინო 2021 წლის „რქაწითელი“ და „ქისი“. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობამ 2021 წელს დაფუძნდა და წარმოებაც სწორედ ამ წლიდან დაიწყო. შესაბამისად, როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი თანდაშვილი აღნიშნავს, მათთვის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და მით უფრო გამარჯვება მნიშვნელოვანია.
ღვინო ჯერ ქართულ ბაზარზე და უცხოეთის ბაზარზე გასვლას ჯერ არ გეგმავენ, თუმცა აცხადებენ რომ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. „ჯერ გვინდა საუკეთესოები ქართულ ბაზარზე ვიყოთ, კონკურსში გამარჯვება ამ ფაქტს უკვე ადასტურებს, შემდეგ კი ვეცდებით ჩვენი პროდუქცია უცხოეთის ბაზრებზე გავიტანოთ. სწორედ, ამიტომ ღვინის საერთაშორისო კონკურსში - IWSC წელსაც ვმონაწილეობთ და ამჯერად, 2022 წელს ჩამოსხმულ ღვინოებს წარვადგენთ. ეს არის საუკეთესო წინაპირობა გაიზარდოს ჩვენი ღვინის ცნობადობა, მოვიძიოთ ახალი კონტაქტები, ჩვენც დავრწმუნდეთ ჩვენს შესაძლებლობებში, რომ ჩვენი ღვინო საუკეთესოა და ამას საერთაშორისო დონის ექსპერტები აღიარებენ,“ - აღნშნავს კომპანიის დირექტორი.
„მართალია, ქართულ ღვინოს ყველგან იცნობენ, ის მსოფლიოსთვის საინტერესო და გამორჩეულია. თუმცა ჩვენი სურვილია ჯერ აქ ჩვენთან საქართველოში დავიმკვიდროთ ჩვენი ნიშა, ამაღლდეს ჩვენი ღვინის ცნობადობა და ქართველმა მომხმარებელმა უკეთ გაგვიცნოს. შემდეგ კი, როდესაც წარმოებასაც გავაფართოვებთ და კიდევ უფრო გავიზრდებით, გავალთ საერთაშორისო ბაზრებზეც. რაც შეეხება საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას, მუდმივად, ვცდილობთ არ გამოვტოვოთ და მივიღოთ მონაწილეობა. წელს მოლოდინები საკმაოდ ოპტომისტური გვაქვს. ასევე ველოდებით ღვინის ახალ ეტიკეტს საფრანგეთიდან, რადგან როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე გადიხარ, მომხმარებელი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შენ მიერ შეთავაზებული ღვინის ეტიკეტის დიზაინსაც კი, რა ჯილდოები და აღიარება აქვს მიღებული,“ - განმარტავს ირაკლი თნადაშვილი.
ცნობილია, რომ 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს წელს მეორედ უმასპინძლებს. კონკურსზე წარმოდგენილ ღვინოებს პროფესიონალი, საერთაშორისო და ადგილობრივი მსაჯები შეაფასებენ. ევროპის საუკეთესო სომელიეები, ღვინის ბაიერები და ექსპერტები გაუზიარებენ ქართველ მეღვინეებს საკუთარ გამოცდილებას და მისცემენ მათ რჩევებს.
მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს საკუთარი გამოცდილება გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა გაუზიარეს. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილიღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მისგასინჯვას - დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელობას.
შარშან, კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა და კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალირაოდენობის - 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადასცა. 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! - პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთარ ქვეყანაში მოიპოვეს. ქართველ მეღვინებს წელსაც ოპტიმისტური განწყობა აქვთ და კონკურსაც დიდი ენთუზიაზმით ელიან.