ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კეკელიძის N25-ის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი კედელი ეწყობა. 

ავარიული კედლის განახლებისას, 34 მეტრი სიგრძის ახალი კედელი აშენდება, რაც ფერდობის ჩამოშლას შეუშლის ხელს.

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ნიუ ჰაუსი“ აწარმოებს.