ვაკის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება  აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი კეკელიძის  N25-ის ტერიტორიაზე  ბეტონის კედლის მშენებლობაა. ფერდის დამჭერი არსებული კედელი დაზიანებული იყო. ავარიული კედლის განახლების ფარგლებში, 34 მეტრი სიგრძის ახალი კედელი აშენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გარანტია იქნება.  

გარდა ამისა, ფერდის დამჭერი კედელი ქობულეთის N17-ის მიმდებარედ შენდება. 30 მეტრის სიგრძის კედლის მოწყობა ფერდის ჩამოშლის პრევენციაა.