ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ" ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" თურქეთის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე აჰმედ ჰამდი გურდოგანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში თურქეთმა ექსპორტზე 6 485 105 დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა.
წლის პირველ ორ თვეში თურქეთმა მსოფლიოს 26 ქვეყანაში 2076 ტონა თაფლი გაიტანა. მიაწოდა.
თურქული თაფლის წამყვანი იმპორტიორების სამეულში არიან აშშ, ისრაელი და გერმანია.
აშშ-ში თაფლის ექსპორტმა 1 881 009 აშშ დოლარი შეადგინა, ისრაელში 1 593 938 აშშ დოლარი და გერმანიაში 963 153 აშშ დოლარი.
აჰმედ ჰამდი გურდოგან თქმით, 2022 წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, თურქეთიდან თაფლის იმპორტიორთა სიას ბულგარეთი, საუდის არაბეთი, ირლანდია, ლიბია, ავსტრალია და ჩინეთი დაემატნენ.