საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოს საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს ექსპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში კვლავ ინარჩუნებს ადგილს ელექტროენერგია.



ამასთან, ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავლები წლების განმავლობაში საქართველოს საექსპორტო პროდუქციის წამყვანი სასაქონლო ჯგუფების - ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები - ექსპორტით მიღებული შემოსავლებს მიუახლოვდა.

ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული საექსპორტო შემოსავლის ჩამორჩენა, შესაბამისად, 18,2%-ს და 17%-ს შეადგენს.  



აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგია პირველ ადგილზეა უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში.



სულ, თურქეთში იანვარ-აგვისტოში 1 მილიარდ 171 მილიონ 473 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა ექსპორტირებული.
თურქეთში წლის განმავლობაში ექსპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი შეადგენს 7,24 ცენტს.

აგვისტოში საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გასული 195 მილიონ 561 ათასი კვტსთ ელექტროენერგიის ფასმა სულ 13 მილიონ 921 ათას 500 დოლარი შეადგინა, რაც 1 კვტსთ-ზე 7,12 ცენტს შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-აგვისტოში საქართველოდან თურქეთში ტრანზიტით (აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან) გასული ელექტროენერგიის მოცულობა საქართველოდან ექსპორტით გატანილი ელექტროენერგიის მოცულობას 51%-ით სჭარბობს.