ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Maritime Passport-ის დამფუძნებლებსა და დირექტორებს, პიტერ ფილიპსსა და მარტინ უაითს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.

აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია Maritime Passport-ის გამოცდილებისა და ექსპერტიზის გამოყენებით საზღვაო სექტორის ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზეც.

მარტინ უაითი ასევე წარმოადგენდა Stream Marine Group-ს. რაც შეეხება პიტერ ფილიპსს, ის დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია. შეხვედრა ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ილია დარჩიაშვილი.