ვრცელდება ინფორმაცია, რომ სემეკის პირველადი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "აიპრესი" ეკონომიკის სამინისტროა დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ვანო ზარდიაშვილი არ გაუთავისუფლებიათ და შვებულებაში იმყოფება.
შეგახსენებთ, საქართველოში 24 და 25 = ივლისს ელექტროენერგია სრულად გაითიშა, ქვეყნის პარალიზება მოახდინა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ფაქტზე რამდნეიმე განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა თუმცა, ამ დრომდე უწყებას ზუსტი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ 24 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.
30 ივლისს სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. სადაც აღნიშნულია, რომ 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან, სსე-ს უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის










