ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და სრულად აღდგენა უმოკლეს დროში დასრულდება.

„დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა 24 ივლისს 01:00 საათზეც. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა სემეკ-მა დაიწყო.