საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის - „Aqualia“-სწარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს.  „Aqualia“-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

დავით ნარმანიას განცხადებით,  თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია Aqualia-სთან აქტიურად ითანამშრომლებს.  

 

სემეკის მიზანია მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგების სისტემებში არსებული პრობლემები. ჩვენი რეგულირების მთავარი პრინციპიამომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომსახურება. სემეკის წევრებთან ერთად გავეცანით უმსხვილესი წყალმომარაგების მენეჯმენტის კომპანიის Aqualia“-ს მიერგანხორციელებულ პროექტებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სხვადასხვა ქვეყნისწყალმომარაგების სისტემები. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია სისტემების რეაბილიტაცია, რაც საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს.  Aqualiaგამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

Aqualiaერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორიასაქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფშიშემავალი კომპანიების, მათ შორის ჯორჯიან უოთერენდ ფაუერისა და რუსთავის წყლის 80%-იანი წილი180 მილიონ დოლარად შეიძინა. „Aqualia 2022 წელსმსოფლიოში წყლის მენეჯმენტის  საუკეთესოკომპანიად დასახელდა. მომხმარებელთა რაოდენობისმხრივ Aqualia ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლომსოფლიოში - მეცხრე წყალმომარაგების კომპანიაა. იგი ამჟამად მომსახურებას უწევს 17 ქვეყნის 30 მლ-მდე მომხმარებელს.