ჩინეთის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 6,4495 იუანამდე დაეცა, რაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე, მინიმალური მაჩვენებლია, - აღნიშნულის შესახებ მონაცემებს, ჩინეთის სავალუტო სისტემა ავრცელებს (CFETS).
აღნიშნული მაჩვენებლი, წინა ანალოგიურ მაჩვენებელზე 137 პუნქტით ნაკლებია.
ამ ეტაპზე, ჩინური იუანი იმაზე ძვირია, ვიდრე 2005-2006 წლებში იყო, როდესც იუანის კურსი დოლართან მიმართებაში 8,3-ს შეადგენდა.
2015 წელს, Merrill Lynch-ის ანალიტიკოსები გამოვიდნენ მოსაზრებით, რომ 2016 წლისათვის, ჩინური იუანის დევალვაცია 10%-ით მოხდებოდა, რასაც წესით, ჩინეთის საექსპორტო პოტენციალი უნდა გაეძლიერებინა და სტიმული მიეცა ჩინეთის ეკონომიკის ზრდისათვის.




