მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მილიარდელთა შორის, რომლებიც წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაღარიბდნენ, პირველ ადგილს იკავებს. მისი ქონება წლის განმავლობაში 20 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა, - აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.
წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაღარიბებულ მილიარდელთა სია 400 ადამიანისგან შედგება და მათ შორისაა ბილ გეიტსი, ამანსიო ორტეგა, უორენ ბაფეტი და ჯეფ ბეზოსი.