15 დეკემბერს თბილისის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში წარმატებით ჩატარდა მასშტაბური ახალგაზრდული ფორუმი პროექტის „არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა ადამიანმა, შემდეგი 12 მუნიციპალიტეტიდან: გურჯაანი, სიღნაღი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, თბილისი, გორი, წალკა, ჩხოროწყუ, ონი, ბათუმი და ფოთი. ფორუმზე მოხდა პროექტისა და მიღწეული შედეგების მიმოხილვა. ასევე, მოხდა დებატების ტრენინგებისა და საჯარო დებატების მონაწილეების სერტიფიცირება.
პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2024 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში.
პროექტის აქტივობებში ჩაერთო 1500-ზე მეტი მონაწილე აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან. მათ შორის იყვნენ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში არსებული დებატების კლუბების წევრები და ხელმძღვანელები.
პროექტის მთავარი მიზანია არაფორმალური სერვისის საშუალებით ახალგაზრდების გაძლიერება მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობით, ისე, რომ მათ შეეძლოთ კონსტურქციულად, ცოდნასა და გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მსჯელობა და ცივილური ოპონირება. ეს ყველაფერი კი ხდება ფორმალური დებატების სწავლებითა და მათი საჯარო დებატებში ჩართულობით.