„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ნოემბრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2024 წლის ივლისში საქართველოში წარმოებული იყო 935.592 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 6,7%-ით ნაკლებია წინა წლის ნოემბერში წარმოებულთან (1 003.345 მლნ კვტსთ) შედარებით.
სულ, მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში საქართველომ 13.25 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია აწარმოვა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი კი (13,23 მილიარდი კვტსთ იყო.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული იყო 934 მილიონ 800 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელზე (681,700 მლნ კვტსთ) 37,1%-ით მეტია.
იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 525 მილიონ 200 ათასი კვტსთ ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოიხმარა, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბრის მოხმარებაზე (668.938 მლნ კვტსთ) 22,5%-ით ნაკლებია.
მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2,338663 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც შარშანდელ იანვარ-ნოემბრის მოხმარებაზე (2,414833 მლრდ კვტსთ) 3,2%-ით ნაკლებია.
ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში გამომუშავებული 4 მილიარდ 32 მილიონი კვტსთ-დან აფხაზეთმა 1 მილიარდ 814 მილიონი კვტსთ ანუ მთლიანი გამომუშავების 45% მოიხმარა.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებულია 1,0471 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბერში მიღწეულ მაჩვენებელს (1,4684 მლრდ კვტსთ) 28,7%-ით ჩამორჩება.
შარშანდელი და წლევანდელი მონაცემების შედარება გვიჩვენებს, რომ ექპორტ-იმპორტს შორის სალდო 787 მილიონ კვტსთ-დან 112 მილიონ კვტსთ-მდეა შემცირებული.