საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9 პროცენტით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 1.4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 43.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 49.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.6 პროცენტს შეადგენდა.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (35.4 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 1.0 მილიონი და 349.0 ათასი ვიზიტი.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1 ღამე) 7.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს”,- ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.