ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ საშობაო წირვაზე სალომე ზურაბიშვილი მათ გვერდზე არ მდგარიყო -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„არ გამიკვირდება, რომ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ სალომე ზურაბიშვილი  იქ არ ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ ამ ყველაფერს, გამომდინარე იმ დამოკიდებულებიდან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩანს, მათ შორის. ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მმართველ გუნდს შორის არის დაპირისპირება“, - აღნიშნა დოლიძემ.