სკოლის მასწავლებლების და მშობლების გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მიეცა  ტარიელ კალანდაძეს დირექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

მათი თქმით სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ერთი კანდიდატი,  იმავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხათუნა ლომთაძე წარედგინა,  რომელიც  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. დარწმუნებული არიან, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.  


,,ალბათ არ აწყობდათ და ამიტომაც ჩამოაშორეს სკოლას  ტარიელი. .ძალიან მაინტერესებს რა კრიტერიუმით ჩამოაშორეს, რა იყო მიზეზი, რომ ტარიელ კალანდაძეს არა აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. კანდიდატზე, რომელიც სამეურვეო საბჭოს წარუდგინეს არ მინდა რამე ცუდი ვთქვა .ეს უკვე მომავლის საქმეა . იმიტომ კი არა რომ რამის მეშინია ,ან რამეს ვუფრთხილდები, არ გამოდის ჩემი მხრიდან იმაზე ლაპარაკი.. ყველას აქვს უფლება იბრძოლოს დირექტორობისთვის, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს თანაბარ პირობებში,“- განაცხდა მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  რუსუდან მეგრელაძემ. 


ტარიელ კალანდაძე ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ელოდა. მისივე თქმით, ის საქმიანობას მასწავლებლის რანგში გააგრძელებს. თავის მხრივ, დირექტორობის კანდიდატი ხათუნა ლომთაძე  აცხადებს, რომ ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და გადაწყვეტილებას  პოლიტიკას არ უკავშირებს.