პოლიციამ აქციის მონაწილეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ ქუჩის მეორე მხარეს გადასვლის ნება დართო

პოლიციამ აქციის მონაწილეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ რუსთაველის გამზირზე, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლის უფლება მისცა.

აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე, დაშლას არ აპირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გუშინ, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და პოლიციის მიერ ძალის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. ფაქტს არეულობა და დაპირისპირება მოჰყვა. 

კომენტარები
იტვირთება...