პაპუაშვილი “ნაცმოძრაობაზე”: ლეიბებს რომ ბერტყავენ, იმ საბერტყით უნდა ურახუნო ერთ ადგილზე

"ნამეტანი გაჯეჯილდნენ, ასეთი სახედრობის ყურება აღარ შეიძლება. არის ასეთი გამოთქმა "კაცი სახლში შესაშვები არ არის" –  ესენი არც სახლში შესაშვებები არიან, არც ქვეყანაში გასაჩერებლები. ესენი უნდა გაიყვანო და ლეიბებს რომ ბერტყავენ, იმ საბერტყით ურახუნო და ურახუნო ერთ ადგილზე, რომ გამოებერტყოთ ეს  ტვინი ამ მტვრიდან", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით განაცხადა.

"გამოდიხარ, ლაპარაკობ, ამდენ ადამიანს მიედები, მოედები. ჯერ რა ფასეულობები თქვენ გაქვთ, უზრდელები ხართ, ელემენტარული არც ტაქტი იცით, არც რიდი, არც სილამაზე, არც არაფერი, ხართ ერთი უდღეური "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. თქვენ ფაშისტებზე ლაპარაკის უფლებაც არ გაქვთ. რას მელაპარაკები, ჭორს რომ გიგდებდეთ, რომ გაბრალებდნენ კიდევ ხო. თქვენი ნაგავი თაობებს აქვს გასატანი. თქვენ არ იცით რამხელა ტრავმა მიაყენეთ მომავალ თაობას, მათ ტვინებში რა ჩასახეთ, წარმოდგენა არ გაქვთ, ამას ჩვენ მოვიმკით, თქვენგან დატოვებული ტრაგედიები და დრამები კიდევ წინ აქვს ქვეყანას.

თქვენი ნაგავი ტელევიზიების დირექტორები ჩამოთვალეთ ერთი. გასასამართლებელი ხართ და ციხეში ხართ ჩასაყრელები, გასაგდებლები ხართ ..  ვიღაც სათრიელას პარტიის წევრები ხართ და ერთ ამბავში ხართ", – აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...