როდესაც რუსებმა გამოაცხადეს, რომ თბილისში ხიდებს დაბომბავდნენ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი იყო - გამიშალეთ საწოლი ბარათაშვილის ხიდზე და სცადონ აბა რუსებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მინისტრის მოკვლა - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"განსაკუთრებით მინდა შევეხო ლიეტუვას როლს 2008-ში. რუსეთის შემოჭრიდან მეორე დღესვე ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრომ გამოაგზავნა ტყვიაწამლით დატვირთული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი.

თბილისში ჩამოფრინდნენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები.

როდესაც რუსებმა გამოაცხადეს, რომ თბილისში ხიდებს დაბომბავდნენ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი იყო - გამიშალეთ საწოლი ბარათაშვილის ხიდზე და სცადონ აბა რუსებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მინისტრის მოკვლა.

ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრი ოპერაციებს ატარებდა დაჭრილების სამხედრო ჰოსპიტალში ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსი მიუხედავად ავადმყოფობისა შეურთდა კაჩინსკის ორგანიზებულ 5 ქვეყნის ლიდერის ვიზიტს.


ასეთი მხარდაჭერა და სოლიდარობა არასდროს უნდა დავივიწყოთ ისევე როგორც მე არ მავიწყდება, რომ წელს ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია ჩემი განთავისუფლების და ევროპაში გადაყვანის მოთხოვნით."