ხალხის მეხსიერებაში მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე დარჩება არამზადად, ავაზაკად. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ადამიანები, ვისაც შვილი, მეუღლე, მშობლები წაართვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ყველანაირად ცდილობს, მართლმსაჯულებას დაეხსნას და სათავისოდ „სამშვიდობოს“ გამოვიდეს, რომ ისევ ნიშანი მოუგოს თავის ქვეყანას, თავისი ავაზაკების, დიდი ბანდის წევრების მეშვეობით, რომლებიც აგერ, უკვე იარაღს ისხამენ ბიჭები და რით ემუქრებიან ამ ქვეყანას, კაცმა არ იცის - გადატრიალებით, დამხობით, უკუსვლითა და განადგურებით.

მასზე წარმოდგენა ვერ შეიცვლება - ხალხის მეხსიერებაში მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე დარჩება არამზადად, ავაზაკად. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ადამიანები, ვისაც შვილი, მეუღლე, მშობლები წაართვა. ვერ შეიცვლება ის ხალხი! ის 25 ათასი პატიმარი, რომელიც მან თავის კაზემატებში გამოკეტა; ის 300 ათასი პრობაციონერი, რომელიც ათრიეს არჩევნებიდან-არჩევნებზე მისმა ნაძირალა სპეცსამსახურებმა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.