„, როგორც უფროსი ძმა უმცროს ძმას. ჩვენ უფროსი ძმები მრავალჯერადად მოვილიეთ ამ ქვეყანაში. ძმები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, გულიანი ხალხი, რომლებსაც ამ ქვეყანაში არეულობის გამოწვევით თავისთვის ქულების მოხვეჭა კი არ უნდა, არამედ რეალურვინ არის პოდოლიაკი რომ ასე ლანძღავს ამ ქვეყანას, თითს უქნევს და მენტორული ტონით ელაპარაკებაად უნდა მეგობრობა, ძმობა და გვერდზე დგომა“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში  განაცხადა.

„მორალური პიედესტალი შეიქმნეს ამ ადამიანებმა. ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსს ვგულისხმობ, ამ პიედესტალზე არიან შემდგარები და იქიდან გვამუნათებენ, გვაკრიტიკებენ და ახლა უკვე გვლანძღავენ. არცერთ ქართველს ეს არ უკადრებია, არც 2008-ში, არც 92-93 წლებში რომ ამგვარი პიედესტალი აღემართა და ელანძღა უკრაინელი ხალხი და უკრაინის მთავრობა იმისთვის, რატომ არ დაგვიდგა გვერდით ან ერთხელ, ან მეორედ, ან მესამედ, ან მეოთხედ ამ გაშმაგებულ ომში. არასდროს ეს ჩვენ არ გვიკადრია მათგან განსხვავებით.

გაუგებარია ამგვარი მიმართვები კნინობით ფორმებში. უკვე ცუდი სუნი ასდის ამას, ნაციონალური შუღლის გაღვივებისა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს მე ძალიან მაღელვებს. ამ ადამიანს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ თითქმის 30 ათასი მისი თანამემამულე ქართველებმა შეიფარეს ამ ქვეყანაში. იმ ქართველებმა, რომლებსაც თავისი ლტოლვილი 300 ათასი ჰყავთ ამ ერთ ციდა ქვეყანაში, მტრებით გარშემორტყმულ ქვეყანაში, ტერიტორიებ მიტაცებულ ქვეყანაში, დაუსრულებელი კონფლიქტების და ომების ქვეყანაში, ყოველდღე რომ ჩვენ თანამოქალაქეებს იტაცებენ ვიღაც მანიაკები. ეს ქვეყანაა, რომელიც ბეწვის ხიდზე დადის ყოველდღე, რომ გადარჩეს და შეინარჩუნოს თავისი სახელმწიფოებრიობა.

ამ ქვეყანას აქვს თავისი უდიდესი გამოწვევები, გადაუწყვეტავი საკითხები, რომლის მოგვარებას ცდილობს ქართველების არაერთი თაობა და ვერ მოუგვარებია უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო და შენ, როცა ეს ყველაფერი კარგად იცი და მაინც ჟარგონით საუბრობ, წარმოუდგენელი ტექსტებით საუბრობ, ან არ იცი და მაშინ ეს მეორე უბედურებაა. ჯერ გაერკვიე ვისზე საუბრობ და რა გინდა საერთოდ.

აქ მარტო საქართველოს მთავრობაზე ხომ არ არის საუბარი. ეს შეიძლება ვიღაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ეგონოს, რომ ამჟამინდელი მთავრობა არ წარმოადგენს საქართველოს, მაგრამ ამ პოლიტიკოსმა, უმაღლესი თანამდებობის პირმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ხომ კარგად იცის, რომ დღეს სწორედ „ქართული ოცნება“ განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომავალს, მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას იმიტომ, რომ ის არის კანონიერი გზით მოსული ხელისუფლების სათავეში. შენ როცა ასე ლანძღავ და წარმოუდგენელ ეპითეტებს იყენებ ამ ადამიანების მიმართ,  ნუთუ ასე დაგიბნელა მიშასადმი ტრფობამ თვალები და გონი, რომ ასე გადაეკიდო მტრად ამ ქვეყანას, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს ამბავი“.- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი.