ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლები არჩევანს 165 პარტიას, ბლოკსა და კოალიციას შორის გააკეთებენ. არჩევნებში 3,7 მლნ ამომრჩეველი მონაწილეობს.

151 მანდატის მოსაპოვებლად ძირითადი ბრძოლა მმართველ პარტიას - „ხორვატიის დემოკრატიულ მოძრაობასა“  და ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის გაიმართება.

ექსპერტების შეფასებით, მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, პარლამენტში 60 ადგილი მოიპოვოს, ოპოზიციურ ძალას კი 41-44 მანდატის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.

ასევე მოძრაობამ „სამშობლოსთვის“ შესაძლოა, 14-15 ადგილი მოიპოვოს, კოალიციამ „ჩვენ შევძლებთ“ - 9-11 მანდატი, პარტია „ხიდმა“ კი - 9.

ამრიგად, ხმების ამგვარად გადანაწილების შემდეგ ისინი დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებენ მთავრობას და იძულებული იქნებიან განიხილონ სხვადასხვა კოალიციური გაერთიანება.

ამრიგად, პოტენციური ლიდერები დამოუკიდებლად ვერ შექმნიან მთავრობას და არჩევნების შედეგების შემდეგ, იძულებულნი იქნებიან განიხილონ სხვადასხვა ვარიანტები კოალიციური ასოციაციებისთვის.