გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობის დატოვება ოჯახის წევრებმა დროულად შეძლეს. 

წინასწარი ინფორმაციით, სრულად განადგურდა ერთსართულიან სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.